როდის იმსჯელებს ჯანმო Sinovac-ის ავტორიზაციაზე - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ Sinovac-თვის ავტორიზაციის მინიჭებაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

როგორც იმნაძემ Facebook live-ის დროს განაცხადა, ავტორიზაციის საკითხზე მსჯელობა ივნისის თვეს არ უნდა გასცდეს.

„თარიღები იგივეა, რაც აქამდე ვიცოდით. ივნისის თვეს არ უნდა გასცდეს, ველოდებით ყოველკვირეულად ან ამ, ან იმ კვირაში, რომ ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს ჯანმომ და მისცეს ავტორიზაცია ამ ვაქცინას. ეს არის უახლესი ინფორმაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ჩინური Sinovac-ით ვაქცინაცია უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ვაქცინას ჯერ WHO-ს ავტორიზაცია არ აქვს.