პაატა იმნაძე: Sinovac-ი ადამიანს სასიკვდილო გართულებებისგან 100%-მდე იცავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ უახლესი კვლევებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinovac-ი ადამიანს სასიკვდილო გართულებებისგან 100%-მდე იცავს. ამის შესახებ იმნაძემ Facebook live-ის დროს განაცხადა.

მისი თქმით, უახლესი კვლევევით აღნიშნული ვაქცინა მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის 84%-მდე დაცულობას უზრუნველყოფს. უახლესია.

„ოფიციალური მონაცემებით, ყველა კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ Sinovac-ი მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან იცავს 84%-მდე, ხოლო სასიკვდილო გართულებებისგან თითქმის 100%-მდე. ეს არის მთავარი და ძირითადი ამ ეტაპზე ამ ინფექციასთან ბრძოლისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ამ ინფექციის შედეგები და თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ჩინური Sinovac-ით ვაქცინაცია უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ვაქცინას ჯერ WHO-ს ავტორიზაცია არ აქვს.