შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ცოტა ხნის წინ მოხდა. აქტივისტები ბარიკადებს მიღმა გადასვლას და ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ მათ არ მისცა. ამ ფაქტს მათ შორის დაპირისპირება მოყვა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაკავებულია აქციის ორი მონაწილე. ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ამასთან, შსს-მ განცხადება გაავრცელა. უწყება მოუწოდებს გუმათში შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. შსს-ს ცნობით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.