დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამირან გამყრელიძემ აცრა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე Sinopharm-ის ვაქცინით საჯაროდ 4 მაისს აიცრა.