ჟოზეფ ბორელი გადაუჭრელ კონფლიქტებზე: ევროკავშირი რეგიონში სტაბილურობის დასაცავად უფრო ეფექტური უნდა გახდეს

„ევროკავშირი უფრო ეფექტური უნდა გახდეს, რათა დავიცვათ რეგიონის სტაბილურობა“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ლისაბონში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ გადაუჭრელი კონფლიქტების საკითხი ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში. ევროკავშირი უფრო ეფექტური უნდა გახდეს, რათა დავიცვათ სტაბილურობა რეგიონში, რადგან ამ კონფლიქტებს პირდაპირი გავლენა აქვს ევროპელებზე. დამიჯერეთ, ეს ძალიან გრძელი დისკუსია იყო, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ძალიან ბევრი მოუგვარებელი კონფლიქტი არსებობს. ჩვენ თითოეული კონფლიქტი განვიხილეთ და გავაანალიზეთ, რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს იმისთვის, რათა ეს კონფლიქტები მშვიდობიანად მოგვარდეს, რათა ორმხრივი კონტაქტების გაღრმავდეს და ჩვენი მონაწილება ეუთოში განმტკიცდეს“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელიმ.

ბოგდან აურესკუ კონფლიქტების დარეგულირების საკითხზე, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ევროკავშირს შორის სპეციალური ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის