საქართველოს პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა აქციის ასეულობით მონაწილის წინააღმდეგ, რომლებიც ცესკოსთან თამარ ჟვანიას გადადგომას და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვდნენ. ამის შესახებ ბრიტანული სააგენტო Reuters-ი წერს.
სტატიაში ნათქვამია, რომ აქციის ზოგიერთმა მონაწილემ პოლიციას ქვები ესროლა. „დემონსტრანტები ცესკოს შეობასთან რუსთაველის გამზირიდან მივიდნენ, საიდანაც დღეს აქციის ათასობით მონაწილის მშვიდობიანი პროტესტი დაიწყო. პოლიცია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები ცესკოს შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.
ოფიცილური შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება„ 48.23 პროცენტით იმარჯვებს. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, 27.18%. 8 ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ“, - აღნიშნულია სტატიაში.