ექსპრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აბაშიშვილი ავრცელებს.
„ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!“ – წერს აბაშიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში.
აღსანიშნავია, რომ გახარიას პოლიტიკურ გუნდს NATO-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძეც უერთდება.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკური გუნდის წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავს.