ლიეტუვამ ორი ბელარუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და ქვეყნიდან აძევებს. ამსი შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.
როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, ბელორუსის საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადასცეს დიპლომატიური ნოტა, რომლითაც საელჩოს ორი წევრი პერსონა ნონ გრანტად გამოცხადდა და მათ 7 დღის ვადაში უნდა დატოვონ ქვეყანა.
"ეს გადაწყვეტილება ლატვიისადმი სოლიდარობის გამოხატვაა ”, - თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ბელორუსმა ლატვიის საელჩოს თანამშრომლები დაუსაბუთებლად გააძევა ქვეყნიდან.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გააპროტესტა ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ რეპრესიების გატარება და რომან პროტასევიჩის, სოფია საპეგასა და სხვა პოლიტპატიმრებისა და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვა.