ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსისგან განიკურნენ, იმუნიტეტი შესაძლოა სამუდამოდ შეუნარჩუნდეთ - კვლევა

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა სენტ ლუისის იმუნოლოგიის უნივერსიტეტისა და ნიუ იორკის როკფელერის მოლეკულური ბიოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსისგან განიკურნენ, იმუნიტეტი შესაძლოა სამუდამოდ შეუნარჩუნდეთ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, უჯრედები, რომლებიც ვირუსზე მეხსიერებას ინარჩუნებენ, ძვლის ტვინში რჩებიან და საჭიროების შემთხვევაში ანტისხეულებს გამოიმუშავებენ.

დღემდე ითვლებოდა, რომ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი დიდხანს არ გრძელდებოდა და კოვიდგადატანილი პაციენტების ორგანიზმში ანტისხეულები გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვეში იწყებდა შემცირებას.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ იმუნიტეტის შენარჩუნებაში კოვიდგადატანილ პაციენტებს ვაქცინაცია ეხმარება და მომავალში მათ აცრა აღარ დასჭირდებათ. ვაქცინირებულ ადამიანებს, კი ვისაც კორონავირუსი არ გადაუტანია, ან გადაიტანეს, მაგრამ მყარი იმუნიტეტი არ გამოუმუშავდათ, შესაძლოა ვაქცინაცია კიდევ დასჭირდეთ.