პარლამენტის 4 დეპუტატს ფრაქციასთან გათანაბრებული უფლებების მქონე პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეეძლება

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომელიც ოპოზიციას საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილისა და მისი პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილი ავტორობით მომზადებული პროექტი მესამე მოსმენით მიიღეს. პროექტს მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.

პროექტის თანახმად, პარლამენტის 4-დეპუტატს ფრაქციასთან გათანაბრებული უფლებების მქონე პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეეძლება.

ამასთანავე, ერთი და იმავე საარჩევნო სიით წარდგენილ პარლამენტის წევრებს, თუ ისინი იქნებიან უპარტიოები ან დატოვებენ პარტიას, ექნებათ შესაძლებლობა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შექმნან ფრაქცია, ან შეუერთდნენ სხვა ფრაქციას.