BBC - ბრიტანეთმა ერთდოზიანი ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის წამლების მარეგულირებელმა Johnson & Johnson-ის ერთდოზიანი ვაქცინის - Janssen-ის გამოყენების ნებართვა გასცა.

აღნიშნული ვაქცინა დაამზადა ბელგიურმა კომპანია Janssen. თავის მხრივ, მისი მფლობელია ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ია.

როგორც გამოცემა წერს, ვაქცინა ადამიანებს კორონავირუსით გამოწვეული სხვადასხვა დაავადების განვითარებისგან 85%-ით იცავს და უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს. ქვეყანამ უკვე შეუკვეთა აღნიშნული ვაქცინის 20 მილიონი დოზა, რომელსაც ბრიტანეთში წელს, მოგვიანებით შეიტანენ.

ამერიკულ-ბელგიური წარმოების ვაქცინას უკვე აქვს ევროპის წამლის სააგენტოს, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციები.

აშშ-მ, სამხრეთ აფრიკამ და ევროკავშირმა აპრილში ვაქცინის გამოყენება მცირე ხნით შეაჩერეს, რადგან მისი გაკეთების შემდეგ სისხლში იშვიათი თრომბის წარმოქმნის შემთხვევები დაფიქსირდა.