რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

28 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 130 037 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 21 058 ადამიანი.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. გისურვებთ ჯანმრთელობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში, ვაქცინა 4 436-მა ადამიანმა გაიკეთა.