იაპონიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

იაპონიის პრემიერ-მინისტრის იოშიდე სუგას განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 20 ივნისამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების რაოდენობა ოსაკასა და ტოკიოში დაღმავალ ტრენდს ინარჩუნებს, ქვეყნის მასშტაბით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები მაინც მაღალია.

"ბოლო დღეებში ინფიცირების რიცხვი მცირდება, თუმცა სიტუაცია კვლავ არაპროგნოზირებადია ... ამ სიტუაციების გათვალისწინებით, გადავწყვიტე საგანგებო სიტუაცია გავახანგრძლივო,” - თქვა სუგამ.