ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.
ვაქცინა "კარგად მოქმედებს" ბავშვებში და გვერდითი მოვლენების მხრივ "სერიოზული შეშფოთება" არ არსებობს, განაცხადა ამსტერდამში დაფუძნებულმა ევროპის მედიკამენტების სააგენტომ.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცვინაციის პროტოკოლი იგივე იქნება, როგორც სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს.
ეს პირველი ვაქცინაა, რომელსაც ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ევროპაში "მწვანე შუქი" აუნთეს.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა და კანადამ უკვე დაუშვეს Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება 12-15 წლის ბავშვებში.
აგრეთვე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც გასცა Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენების ნებართვა.