რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ერთმანეთს სოჭში ხვდებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ერთმანეთს სოჭში ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსაუხურზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

როგორც მანამდე რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ორი ლიდერის შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადებების გაკეთება არ იგეგმება.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინი და ლუკაშენკო ორმხრივი კავშირების განვითარების აქტუალურ საკითხებს და ორ სახელმწიფოს შორის ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.

პესკოვის თქმით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების მოლაპარაკებები ჯერ კიდევ „რეინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინციდენტამდე ჩაინიშნა, თუმცა სავარაუდოდ პრეზიდენტები შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხს გვერდს არ აუვლიან.