თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართა. საქმე ეხება ადვოკატების - მიხეილ რამიშვილის და ეკა ქობესაშვილის დაცვის უფლების შეზღუდვას.
მხარე ასაჩივრებს ფაქტს, რა დროსაც საქმის ერთ-ერთ ეტაპზე პროკურატურამ ადვოკატები დაკითხა, როგორც მოწმეები, რაც ლია მუხაშავრიას განმარტებით, კანონით დაუშვებელია.
"თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთ ეტაპზე, ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი, სასამართლომ მოწმეებად დაკითხა. კანონი და საერთაშორისო პრაქტიკა კატეგორიულად კრძალავს ადვოკატის დაკითხვას იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც ის საადვოკატო საქმიანობას ასრულებს,"- აღნიშნა უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 22 ივლისს, გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.