ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის Sinovac-ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 1-ელ ივნისს მიიღებს. ამის შესახებ ჯანმოს დირექტორის ასისტენტმა მარიანჯელა სიმაომ განაცხადა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასრულებს ჩინური Sinovac-ის შეფასებას მას შემდეგ, რაც მან მოითხოვა მოწოდებული მონაცემების შესახებ დამატებითი განმარტებები.
ცნობისთვის, საქართველოში 100 000 დოზა საქართველოში 29 აპრილს ჩამოვიდა. ამ ვაქცინაც WHO-სგან ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია. WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოვაკის ეფექტიანობა ორი დოზის მიღების შემდეგ 50.7%-ით განისაზღვრა