ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 986 ადამიანს დაუდასტურდა, 590 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 342 880 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 325 016, გარდაიცვალა 4 739 პაციენტი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 286 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 001 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 285 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: 28 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.28 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.53%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.97%.
ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან 535 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 82, იმერეთი - 76, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 26, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100, კახეთი - 51, მცხეთა-მთიანეთი - 38, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 13 099, საიდანაც: 3 826 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 073, აჭარაში - 389, იმერეთში - 492.
მძიმე პაციენტი: 887, მათ შორის, თბილისში - 413, აჭარაში - 96, იმერეთში -164.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 222, მათგან თბილისში - 147, აჭარაში - 16, იმერეთში - 16.
693 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 287- აჭარაში. 8 580 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 11.
სულ 6 ოქტომბრიდან - 28 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 786 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 011 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 872 პირი, აჭარაში - 2 241, იმერეთში - 1 524.