რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

29 მაისის მონაცემებით, საქართველოში კოორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 134 602-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 24 607 ადამიანი.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში ვაქცინა 4565-მა ადამიანმა გაიკეთა.