კანადაში ყოფილ სკოლა-ინტერნატში 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს - BBC

კანადის უძველეს სასწავლო დაწესებულებაში 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს. იტყობინება BBC.

გამომძიებლები სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ გარდაცვალების მიზეზებისა და დროის დასადგენად. კანადის საცხოვრებელი სკოლები იყო სავალდებულო დახურული სასწავლო დაწესებულება, რომელსაც მთავრობა მე -19 და მე -20 საუკუნეებში მართავდა, ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი ასიმილაციის მიზნით.

„ამ ამბავმა შემძრა. ეს ამბავი სამწუხაროდ გვახსენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბნელ და სამარცხვინო ნაწილს“, - დაწერა Twitter-ზე კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.

დაახლოებით 1863 წლიდან 1998 წლამდე 150 000-ზე მეტი ბავშვი წაიყვანეს ოჯახებიდან და ამ სკოლებში მოათავსეს. ბავშვებს ხშირად არ ჰქონდათ უფლება, ესაუბრათ თავიანთ ენაზე, რასაც ასევე მოჰყვა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა და ძალადობა. 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშებში ასევე ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა „კულტურულ გენოციდს“.