ჯო ბაიდენი: ჩინეთი ფიქრობს, რომ 2035 წლამდე ამერიკას დაეუფლება

ჩინეთი ფიქრობს, რომ მომდევნო 15 წლის განმავლობაში ამერიკას დაეუფლება, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, ახლა მთელ მსოფლიოში დემოკრატიებისა და ავტოკრატიების დაპირისპირება მიმდინარეობს.

"მე უფრო მეტი დრო გავატარე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ლიდერს აქვს გატარებული. მას მტკიცედ სწამს, რომ ჩინეთი აპირებს დაეუფლოს ამერიკას, რადგან ავტოკრატიებს შეუძლიათ სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები", - განაცხადა ბაიდენმა.

სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა ჯარებს უთხრა, რომ ამერიკა "უნიკალურია" იმით, რომ ის ერთადერთი ერია მსოფლიოში, რომელიც "იდეას" ემყარება.

"ამერიკა განსაკუთრებულია. ყველა სხვა ერი შეგიძლიათ განსაზღვროთ მათი ეთნიკური ნიშნით, გეოგრაფიით, რელიგიით, გარდა ამერიკისა. მსოფლიოს ყველა ერს შორის, ჩვენ ვართ ერთადერთი ერი, რომელიც იდეისგან წარმოიშვა", - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე განუცხადა სამხედროებს, რომ აშშ გააძლიერებს სამხედრო ძალისხმევას ავღანეთიდან ჯარის გაყვანისთანავე და ამტკიცებს, რომ ISIS და ალ ქაიდას მხრიდან ყველაზე დიდი საფრთხე აღარ იქნება.