საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურსაც ანდრია ჯაღმაიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიმა გაავრცელა.
„საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ასევე დაევალა საქართველოს საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელობა“, - აღნიშნულია ბრძანებაში.