დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაქორწინდა

BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაქორწინდა.

როგორც ცნობილია, ჯონსონმა და კერი სიმონდსმა, უესტმინსტერის სასახლეში, საზოგადოებისგან მალულად იქორწინეს.

არსებული ინფორმაციით, ცერემონია 28 მაისს ჩატარდა და მას მხოლოდ 30-მდე ადამიანი - ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ბორის ჯონსონისა და კერი სიმონდის რომანი 2019 წელს დაიწყო. 2020 წლის მარტში ისინი დაინიშნენ, ამავე წლის აპრილში კი, ვაჟი შეეძინათ.