ამირან გამყრელიძე: ადგილობრივი მოსახლეობა უფრო იცავს რეკომენდაციებს, რასაც ვაკვირდები, ვიდრე ტურისტები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, არის სტაბილური, ინფიცირებულთა რიცხვი კი ნელი ტემპით, თუმცა უკან იხევს.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა დღის განმავლობაში გამოვლენილი 700 და მათ შორის 1 000 შემთხვევა საქართველოსთვის მაინც მაღალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოქალაქეები და - უფრო მეტად, ტურისტები რეგულაციების უგულებელყოფას აქვს ადგილი.

გამყრელიძის განცხადებით, ეს განსაკუთრებით ეხება პირბადის გამოყენების ნიშნულს, რომელიც ბოლოს 1 კვირის განმავლობაში შემცირებულია და არის 68%-მდე ჩამოსული.

"ადგილობრივი მოსახლეობა უფრო იცავს რეკომენდაციებს, რასაც ვაკვირდები, ვიდრე ტურისტები.

ის 700 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, 1 000 შემთხვევა, რაც გუშინ გვქონდა, საქართველოსთვის არის, მიუხედავად იმისა, რომ კლების ტენდენციაა, საკმაოდ ბევრი და ამან შეიძლება იჩინოს ყოველდღიურად თავი ისევ მატებაში.

ამიტომ, გთხოვთ, თქვენი და ყველა მასმედიის საშუალებით, ისევ და ისევ გავაფრთხილოთ მოსახლეობა, განსაკუთრებით შემოსული ტურისტები," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ,,რუსთავი 2"-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 25 000-ზე მეტი ტესტი.