ესპანეთში ანტონიო გაუდის საკულტო ტაძარი ,,საგრადა ფამილია" დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა

ესპანეთში, ბარსელონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა, ანტონიო გაუდის ,,საგრადა ფამილია" დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.

კოვიდპანდემიის გამო, ცნობილი ისტორიული ტაძარი უქმეებზე, შაბათ-კვირას, დილის 09:00-დან 15:00 საათამდე მუშაობს. ყოველი ერთი საათის განმავლობაში, ათასზე მეტი ბილეთი იყიდება, თუმცა მათი შეძენა მხოლოდ ინტერნეტითაა შესაძლებელი.

პანდემიით გამოწვეული ცხრათვიანი პაუზის გამო, შეფერხდა გაუდის დაუმთავრებელ შედევრის მშენებლობაც.