Deusche Welle-ს ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი რუს ჩინოვნიკებზე სანქციების გამკაცრებას ითხოვს.
სასოლის განცხადებით, აუცილებელია რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან, დისიდენტებთან, მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარება.
დავიდ სასოლი თვლის, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, რომელიც მინსკში „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმას და ბელარუსი ჟურნალისტის დაკავებას ეხება, რასაც ევროკავშირის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა, შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთისა და ბელარუსის კიდევ უფრო დაახლოებას.
გარდა ამისა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ბელარუსი ჟურნალისტის გათავისუფლების მიზნით, დაჟინებით მოითხოვს ბელარუსზე ზეწოლის გაგრძელებას და ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებში და ევროპარლამენტში, რომან პროტასევიჩის სურათების განთავსებას.