პოლონეთის ორი ქალაქის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით, ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისები განახლდა. ივნისიდან ფრენების განრიგს ემატება პოლონეთის მესამე მიმართულებაც - ვროცლავიც.
აღსანისშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტი ბუდაპეშტისა და ვენის მიმართულებებითაც აღადგენს რეგულარულ რეისებს. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტიდან პანდემიის შემდეგ პირველ რეგულარულ პირდაპირ რეისს 19 ივნისს შეასრულებს, ვროცლავიდან - 26 ივნისს, ხოლო ვენიდან - 29 ივნისს განახორციელებს.