„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით პარტიის გადაწყვეტილება საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ გააცნო.

ამასთან, პარლამენტში შესვლის მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ