სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად თორიამ Europetime-ს დაუდასტურა.
,,გიდასტურებთ, დღეს დილას, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე თანამდებობა", - განაცხადა თორიამ.
მან სხვა შეკითხვებს არ უპასუხა.
მალხაზ თორია გუბერნატორის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაინიშნა, მანამდე ის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.