Guardian-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავსტრალიაში ელჩის პოზიციაზე, სავარაუდოდ, ჯონ კენედის ქალიშვილს, ქეროლინ კენედის კანდიდატურას განიხილავს.
ქეროლინ კენედის დიპლომატად მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 2013-2017 წლებში, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში ქეროლინ იაპონიაში შეერთებული შტატების ელჩის პოსტს უკვე იკავებდა.