Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც დუბლინი-კრაკოვის რეისს ასრულებდა, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში საგანგებოდ დაეშვა. ბერლინის პოლიციის სპიკერის თქმით, ოფიცრებმა დაასრულეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შემოწმება, მაგრამ საფრთხე ვერ აღმოაჩინეს.
„ბორტის მგზავრები პოლონეთის მიმართულებით ფრენას სხვა თვითმფრინავით განაგრძობენ“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
Bild-ის ცნობით, თვითმფრინავის მოულოდნელი გადამისამართება ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება, თუმცა პოლიციამ კომენტარი არ გააკეთა ოპერაციის დეტალებზე.