საქართველოში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამის შესაძლო შემთხვევას იკვლევენ

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცენტრი სამხრეთ აფრიკულ შტამზე ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევს. ამის შესახებ მან მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ახლა მიმდინარეობს ე.წ. გენომის სეკვენირება, ანუ გენეტიკური ანალიზი და რამდენიმე დღეში იქნება ზუსტი პასუხი.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიმდინარეობს ამ საეჭვო შემთხვევის გენეტიკური ანალიზი, ანუ ნიმუშის სეკვენირება და ალბათ ამ დღეებში გვექნება პასუხი და გავაჟღერებთ. თუ დადებითი აღმოჩნდა, ვიტყვით, რომ დიახ, სამხრეთაფრიკული შტამიც გვაქვს. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ის კლინიკურად უფრო მძიმე, გეტყვით რომ არა. მით უმეტეს, ის შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული. დღეს ევროპაში პრევალირებს ძირითადად ბრიტანული შტამი და ბრიტანულმა შტამმა ევროპაში კლასიკური შტამი თითქმის ჩაანაცვლა. მისი ერთ-ერთი თვისება გახლავთ ის, რომ შედარებით ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით ბავშვთა და ახალგაზრდა ასაკში“, - განმარტა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

WHO-ს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი - COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება