აშშ-ს საფრანგეთი თავისუფლების ახალ ქანდაკებას უგზავნის

Politico-ს ინფორმაციით, საფრანგეთი აშშ-ს თავისუფლების ახალ ქანდაკებას გაუგზავნის.

როგორც ცნობილია, გაგზავნის მიზანი ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების ხაზგასმაა.

თავისუფლების ახალი ქანდაკება ნიუ-იორკში 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ჩავა.

ის პირველ ქანდაკებაზე პატარაა და სიმაღლეში მხოლოდ 2,83 მეტრს აღწევს.

ახალი ქანდაკების დამზადების სურვილი საფრანგეთმა 2019 წლის ივლისში გამოთქვა, თუმცა პანდემიის გამო პროექტის განხორციელება დროებით შეჩერდა და მხოლოდ მიმდინარე წლის ზამთარში განახლდა.

თავისუფლების ქანდაკება, რომელიც დღეს ნიუ-იორკის სანაპიროებთან ჩანს, მე -19 საუკუნის საჩუქარია საფრანგეთისგან აშშ-ს დამოუკიდებლობის პირველი საუკუნის აღსანიშნავად.

”ჩვენ გვინდოდა ამ საფრანგეთ-ამერიკის ისტორიასთან დაკავშირება”, - თქვა აშშ-ში საფრანგეთის ელჩმა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ თავისუფლების ახალი ქანდაკება ვაშინგტონში, საფრანგეთის ელჩის რეზიდენციის ბაღში განთავსდება.