კონგოს დემოკრატიული რესპიბლიკის სოფლებზე მომხდარ ორ თავდასხმას მინიმუმ 50 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ეს იყო ყველაზე მძიმე ღამე, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში".
არმიამ და ადგილობრივმა სამოქალაქო უფლებების დამცველებმა მომხდარში ისლამისტური შეიარაღებული ჯგუფი "დემოკრატიული ძალების ალიანსი" (ADF) დაადანაშაულეს. ეს ერთ-ერთია ათობით შეიარაღებულ ჯგუფს შორის, რომლებიც რეგიონში მოქმედებს.
თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული პირები დევნილების ბანაკს დაესხნენ თავს.