ევროკომისიამ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა

ევროკომისიამ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა. ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა Twitter-ზე განაცხადა.

"დღეს ევროკომისიამ 12-15 წლის პირებში BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა. ახლა წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ვაქცინაცია ახალგაზრდებს შორის დაიწყონ. კრიზისის დასასრულებლად თითოეული დოზა მნიშვნელოვანია", - წერს ევროკომისარი.

ცნობისთვის, 28 მაისს, ევროპის წამლის სააგენტომ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

ეს პირველი ვაქცინაა, რომელსაც ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ევროპაში "მწვანე შუქი" აუნთეს.