ნიგერიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ნიგერიის ისლამური სკოლიდან, რომელიც ქალაქ თეგინაში მდებარეობს, მოსწავლეები გაიტაცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ერთ-ერთმა მასწავლებელმა BBC- ს განუცხადა, რომ დაიკარგა 150 სტუდენტი, ხოლო სხვა ცნობების თანახმად, დაკარგულია 200 მოსწავლე.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირები სკოლის ტერიტორიაზე მოტოციკლეტებით შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმის დროს ორი ადამიანი დახვრიტეს, ერთი კი გარდაიცვალა.
როგორც გამოცემა წერს, ჩრდილოეთ ნიგერიაში გამოსასყიდის სანაცვლოდ გატაცებები საკმაოდ გახშირდა.