რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით "სამხედრო საფრთხე იზრდება", რადგან NATO-ს ქვეყნები აშშ-ის ხელმძღვანელობით ,"ზრდის მათი სტრატეგიული ავიაციის ფრენების ინტენსივობას, საკრუიზო რაკეტებით სამხედრო გემების რაოდენობას და წვრთნების სიხშირეს".
მისი თქმით, დასავლელი კოლეგების ქმედები რუსეთის აიძულებს შესაბამისი ზომები მიიღოს.
"ჩვენი დასავლელი კოლეგების ქმედებები ანადგურებს უსაფრთხოების სისტემას მსოფლიოში და გვაიძულებს ადეკვატური საწინააღმდეგო ზომების მიღებას. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენი ჯარების საბრძოლო შემადგენლობას. წლის ბოლოს დასავლეთის სამხედრო ოლქში შეიქმნება დაახლოებით 20 ფორმაცია და სამხედრო შენაერთი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მინისტრის თქმით, 2021 წლის განმავლობაში იგეგმება დაახლოებით 2 000 იარაღის მიწოდება დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარისთვის.
დასავლეთის სამხედრო ოლქი არის რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც ჩამოყალიბებულია რუსეთის ფედერაციის 26 შემადგენელ ერთეულში. სამი მათგანი - ფსკოვის, სმოლენსკისა და ბრიანსკის რეგიონები - ესაზღვრება ბელარუსს.