საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
პრეზიდენტთან ერთად ვაქცინა მისმა მეუღლემ, ბრიჯიტ ტრონიემაც გაიკეთა.
"ვაქცინირებული ვარ. როგორც 25 მილიონი ფრანგი, მე და ბრიჟიტიც ავიცერით. ეს გავაკათეთ იმისთვის, რომ ჩვენი თავი და ჩვენი ახლობლები დავიცვათ", - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.