ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 233 ადამიანს დაუდასტურდა, 1 002 გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 930 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 831 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 099 PCR ტესტით.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 345 196 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 328 620, გარდაიცვალა 4 804 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელი: 31 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.30%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.71%.
ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევიდან 676 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 102, იმერეთი - 126, ქვემო ქართლი - 66, შიდა ქართლი - 65, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89, კახეთი - 43, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 11 746, საიდანაც: 3 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 980, აჭარაში - 416, იმერეთში - 480.
მძიმე პაციენტი: 802, მათ შორის, თბილისში - 399, აჭარაში - 88, იმერეთში -164.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 220, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 16, იმერეთში - 19.
631 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 - თბილისში, 248- აჭარაში. 7 408 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 6 ოქტომბრიდან - 31 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 805 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 299 პირი, აჭარაში - 2 181, იმერეთში - 1 573.