საქართველოში ინდოეთიდან შემოსული ვიზიტორებისთვის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა

"ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩამოსულია ინდოეთიდან ან აქვს მოგზაურობის ისტორია, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი მოუწევს", - ამის შესახებ წყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„ინდოეთიდან შემოსულ ვიზიტორებზე გამონაკლისი გაკეთდა. ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია. ამასთან კორონავირუსის „ინდური შტამი“ სახიფათოდაა მიჩნეული.

ინდოეთზე მოქმედებს სხვა სახის რეჟიმი. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩამოსულია ინდოეთიდან ან აქვს მოგზაურობის ისტორია, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი უწევს“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვარი გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და PCR-ის უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხითა და ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი.