თურქეთში საქართველოს საელჩო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც თურქეთში გამგზავრებას აპირებენ, განცხადებას ავრცელებს.
"2021 წლის 1-ლი ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ და მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის 15 მარტს ჩაიკეტა, გასული წლის ივლისში კი, თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის მიწვევის საფუძველზე იყო შესაძლებელი.