ჩინეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში, ჯიანგუს პროვინციაში ფრინველის გრიპის ახალი შტამის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული 41 წლის კაცია. ის 28 აპრილს ცხელების და სხვა სიმპტომების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 28 მაისს კი მას ფრინველის გრიპის ვირუსი, H10N3 დაუდასტურდა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორ დაინფიცირდა ის.

ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ H10N3 ფრინველის გრიპის შედარებით ნაკლებად მძიმე შტამია, რომლის ფართო გავრცელების რისკი დაბალია.