"მოკაშირეების თვალთვალი მიუღებელია" - მერკელი და მაკრონი აშშ-სა და დანიას განმარტებებს სთხოვენ

ჯაშუშობის სკანდალთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დანიასა და აშშ-ის განმარტებების გაკეთებებისკენ მოუწოდებენ.

როგორც Deutsche Welle წერს, ფრანგულ-გერმანული მინისტერიალის საბჭოს სხდომის ფარგლებში, მერკელმა და მაკრონმა აღნიშნეს, რომ მოკავშირეების თვალთვალი მიუღებელია.

საფანგეთის პრეზიდენტმა, მოითხოვა დანიისა და აშშ-სგან ამ საკითხის გარკვევა და თქვა, რომ მოკავშირეებისთვის ერთმანეთის ჯაშუშობა "მიუღებელია".

აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის საბჭოს სხდომაზე ეს ანგელა მერკელის ბოლოს გამოსვლა იყო კანცლერის რანგში.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სხდომაზე, მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში ორმხრივი ინდუსტრიული თანამშრომლობის საკითხები, ასევე ორივე ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენაზე, საგარეო პოლიტიკასა და ისეთ საერთაშორისო კრიზისებზე იმსჯელეს, როგორიცაა ბელარუსისა ისრაელის შემთხვევები.

ლიდერებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმ საკითხს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ე.წ. ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებების ერთგულნი რჩებიან.

ცნობისთვის, Deutsche Welle-ს ინფორმაციით, დანიის უშიშროების სამსახური აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო NSA-ს ევროპის წამყვანი პოლიტიკოსების, მათ შორის გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიმართ ჯაშუშურ საქმიანობაში დაეხმარა.

როგორც გამოცემა წერს, აშშ ჯაშუშობდა თავის მოკავშირეებზე და პირველად გამოქვეყნება 2013 წელს დაიწყო, მაგრამ მხოლოდ ახლა მიიღეს ჟურნალისტებმა ინფორმაცია, სადაც დანიის თავდაცვის სადაზვერვო სამსახურის (FE) მიერ NSA- ს მხარდაჭერის დეტალები იყო ასახული.