UNWTO-ს გენერალური მდივანი: დარწმუნებული ვარ, ეს ზაფხული ტურიზმისთვის უკეთესი იქნება

„ვაქცინების ეფექტურობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, ეს ზაფხული უკეთესი იქნება ტურიზმისთვის, როგორც მალტაში, ასევე ევროპაში“, - განაცხადა timesofmalta-სთან ინტერვიუში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

„მას შემდეგ მიღწეულია დიდი პროგრესი, როგორც საერთაშორისო მოგზაურობის წესების უსაფრთხოების და რეგულაციების ჰარმონიზაციის მხრივ, ასევე თავად ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. შეძენილი ცოდნის და, უპირველეს ყოვლისა, ვაქცინების ეფექტურობის საშუალებით, დარწმუნებული ვარ, ეს ზაფხული უკეთესი იქნება ტურიზმისთვის, როგორც მალტაში, ასევე ევროპაში“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მალტაზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, ახლა მთავარია მოგზაურობისადმი ნდობის აღდგენა, მოკლევადიანი ზომების მიღმა, მიმართულებებმა უნდა იმუშაონ მომავალი შოკის წინააღმდეგ გამძლეობის რესურსის შესაქმნელად.

„ეს შეიძლება მოიცავდეს ტურიზმის სექტორის დივერსიფიკაციას, მაგალითად, სოფლის ტურიზმის ზრდის ან მზარდი ინტერესის სფეროების პოპულარიზაციის გზით, როგორიცაა, გასტრონომია ან კულტურული ტურიზმი“, - აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.