საქართველოში აშშ-ის საელჩო გენადი შამუგიასა და გეგა ხავთასს აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიისა და საზღვაო აკადემიის დასრულებს ულოცავს.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ქართველი კურსამთავრებულები საქართველოში სამშობლოს დასაცავად და უფრო თავისუფალი, წარმატებული მსოფლიოს მხარდასაჭერად დაბრუნდებიან
,,აშშ-საქართველოს პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ზრდას განაგრძობს. ვულოცავთ სწავლის დასრულებას გენადი შამუგიას, აშშ-ის საზღვაო აკადემიიდან და გეგა ხავთასს, აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიიდან. ეს ოფიცრები საქართველოში სამშობლოს დასაცავად და უფრო თავისუფალი, წარმატებული მსოფლიოს მხარდასაჭერად დაბრუნდებიან", - აღნიშნულია Facebook -ში გავრცელებულ განცხადებაში.