რუსეთი აცხადებს, რომ ამ შემოდგომაზე ჩაატარებს სტრატეგიულ სამხედრო წვრთნებს არქტიკაში, რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს, რომ კრემლი ცდილობს გაამყაროს რეგიონში თავისი ყოფნა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლების" რუსეთის ბიურო წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის სარდლობამ 1 ივნისს გამოაცხადა "სტრატეგიული სამხედრო სწავლება", რათა შეამოწმონ "ძალებისა და ჯარების მზადყოფნა", რომლებიც არქტიკაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მსახურობენ.
მას შემდეგ, რაც კლიმატურმა ცვლილებამ უფრო ხელმისაწვდომი გახადა არქტიკის ბუნებრივი რესურსები და საზღვაო მარშრუტები, რეგიონი სულ უფრო მიმზიდველი ხდება გლობალური კონკურენციისთვის.
როცა, მოსკოვი ცდილობს, გაამყაროს არქტიკაში თავისი გავლენა, უკანასკნელ წლებში გამწვავდა სამხედრო თემაზე დავა და რუსეთისა და NATO-ს ძალები მანევრებს ატარებენ საკუთარი ამბიციების საჩვენებლად.
20 მაისს რეიკიავიკში, არქტიკული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ვაშინგტონმა მხარდაჭერა მოიპოვა, რათა შეაკავოს მოსკოვის გეგმები რუსეთის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში, ვინაიდან რუსეთი საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ხდება და სურს, ზღვაოსნობის წესები შემოიღოს ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტზე, რომელიც ნორვეგიიდან ალასკამდე მიემართება. ასევე იგეგმება სამხედრო საკითხებზე მაღალი დონის მოლაპარაკებების განახლება რვა ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში მას შემდეგ, რაც ეს შეწყდა 2014 წელს, როცა რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსირება მოახდინა.
სატელიტიდან გადაღებულმა ფოტოსურათებმა არქტიკაში რუსეთის უზარმაზარი სამხედრო ძალა დააფიქსირა