ჯანმომ Sinovac-ის ვაქცინას საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინას Sinovac-ს ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, Sinovac-ს ვაქცინა ქვეყნებისთვის COVAX პლატფორმითაც გახდება ხელმისაწვდომი.

7 მაისს ჯანმომ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი 2021 წლის 15 მარტს დაიწყო - მას შემდეგ ქვეყანაში სულ 143,970 ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 3.8%-ია.