CBS-ის ინფორმაციით, ევროკავშირი მზად არის, კორონავირუსით გამოწვეული ზარალის დასაძლევად, 27 წევრი სახელმწიფოსთვის 900 დოლარი მილიარდის ოდენობის დახმარების პაკეტი გამოყოს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ გაერთიანებას უნდა მიაწოდოს წინასწარ გეგმა თუ როგორ აპირებენ დახარჯონ ფულადი სახსრები, რათა მათი ქვეყნის ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.
CBS-ი წერს, რომ დასაწყისში ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა აღნიშნული ფინანსური დახმარების მხოლოდ 13%-ს მიიღებს, ხოლო დანარჩენი თანხის მიღება დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად ატარებენ ქვეყნები ყველა საჭირო რეფორმას.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სახელმწიფოების მიერ მიწოდებული დოკუმენტების შესწავლას ივნისის შუა რიცხვებისთვის დაასრულებს, ხოლო სახელმწიფოებს, დაახლოებით, ერთი თვე ექნებათ საკუთარი აზრი გამოთქვან სხვადასხვა ქვეყნის მიერ შემუშავებულ გეგმებთან დაკავშირებით. აღნიშნული დახმარების პაკეტის გაცემა რამდენიმე თვეში დაიწყება.