იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო იტალის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ვიდეომილოცვას ავრცელებს. იტალიელი დიპლომატი საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ პანდემიის მიუხედავად არც პოლიტიკური დიალოგი შეწყვეტილა, რისი დადასტურებაც უმაღლეს დონეზე ჩატარებული დისტანციური შეხვედრებია.
„ძვირფასო თანამემამულეებო, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, ვისურვებდი, ერთად გვეზეიმა ჩვენი რესპუბლიკის 75-ე წლისთავი, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარება შეუძლებელს ხდის ტრადიციულად გიმასპინძლოთ წვეულებაზე. ასეთ მნიშვნელოვან დღეს თავს ვალდებულად ვთვლი, გავიხსენო იტალიის პრეზიდენტის სიტყვები - მოვიდა აღმავლობის და განახლების დრო, რათა ერთიანი ძალებით უკან მოვიტოვოთ პანდემია და მტკივნეულ შედეგებს გავუმკლავდეთ, ეს განახლება ერთობლივი იქნება მოქმედების კუთხით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.
ყურადსაღებია, რომ ის ღირებულებები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე ჩვენს ღირებულებებს განსაზღვრავს, სწორედ ის ღირებულებებია, რომლებსაც ჩვენი კონსტიტუცია ეფუძნება: თავისუფლება, დემოკრატია, მშვიდობა. როგორც ვთქვი, აღმავლობის დროა, როგორც ევროპულ კონტექსტში, სადაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვადასტურებთ, რომ ჩვენი საერთო სახლი ის ადგილია, სადაც ეფექტურად და შეთნხმებულად ვპასუხოებთ ისეთ საერთო გამოწვევებს, როგორიცაა ვაქცინის მიწოდება, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა თუ ეკონომიკის ინოვაციურ და მდგრად განვითარებაზე დამყარებული კოორდინირებული აღმასვლა.
2 ივნისის თბილისში აღნიშვნა ცხადია, მაფიქრებს იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მყარ და ცოცხალ ურთიერთობაზე, პანდემიამ (საიდანაც ახლა საბედნიეროდ გამოვდივართ) ჩვენი მუშაობის წესი შეცვალა, მაგრამ ამ შეზღუდვებს ხელი არ შეუშლია ჩვენი ურთიერთობების გაგრძელებაში. პოლიტიკური დიალოგი დისტანციურ რეჟიმშიც გრძელდება მტკიცე და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების დასადასტურებლად.
იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას საერთო ევროპული სახლისკენ და თბილისის პარტნიორობას ატლანტიკურ ალიანსთან. რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, იტალიურ ინსტიტუციებს საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივის სჯერათ, ასევე გამორჩეულად გრძელდება თანამშრომლობა იტალიური ენის სწავლების სფროში. სკოლებში იტალიური ენის შემსწავლელთა რაოდენობამ 5000-ს მიაღწია.
საზრდოობს არამხოლოდ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთკავშირით, არამედ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთგაცვლითა და ძალისხმევით. ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა საშუალებას მაძლევს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს ქართული ინსტიტუციებიდან, მე ყოველთვის ვგრძნობ მათ მკაფიოდ გამოხატულ მხარდაჭერას და მეგობრობას“, - აღნიშნავს ენრიკო ვალვო.