ამერიკელი სენატორები საქართველოში ვიზიტამდე, უკრაინაში იმყოფებიან.
სენატორ ჯინ შაჰინის ინფორმაციით, ის სენატორებთან რობ პორტმანთან და კრის მერფისთან ერთად უკრაინაში იმყოფება, რათა აჩვენონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პარტნიორებისადმი აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა, ასევე დემოკრატიის გასაძლიერებლად რეფორმების გაგრძელებისადმი და ევროკავშირსა NATO-ში გაწევრიანების მიზნისადმი.
„იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინა აგრძელებს საკვანძო რეფორმებს დემოკრატიის გასაძლიერებლად, სასიცოცხლომნიშვნელობისაა ჩვენი მტკიცე პარტნიორბისთვის და რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“, - წერს ჯინ შაჰინი Twetter-ზე.
შეგახსენებთ, დღეს კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს ეწვევა.
როგორც Europetime-ს საქართველოში აშშ-ის საელჩოში განუცხადეს, სენატორები ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ.